საქართველოს პროკურატურამ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა საქართველოს პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ რებეკა ლიმ და შვედეთის საელჩოს პირველმა მდივანმა სოფი ვესტერბერგმა გახსნეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

,,შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული და უწყებათაშორისი თანამშრომლობა. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, ვინაიდან სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად საქართველოს პროკურატურაში დაინერგა პროკურორთა სპეციალიზაცია, გაფორმდა მემორანდუმი და გაძლიერდა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა.“ - განაცხადა სალომე შენგელიამ.

„ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა თემები, რომლებიც მნიშვნელოვანია შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. მენეჯერები ასევე, გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) საუკეთესო პრაქტიკას.

ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა