რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს დელეგაცია ამერიკაში გავლენიან ებრაულ ორგანიზაციებს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციას ევრაზიული ებრაელობის მხარდამჭერი ნაციონალური კოალიციის (NSCEJ) აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარე, მარკ ლევინი და ორგანიზაცია ბ’ნაი ბ’რითის ინტერნაციონალის აღმასრულებელი დირექტორი, დანიელ მარიაშინი შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროს, დავით დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართულ-ებრაული ურთიერთობის უნიკალურობას.

„საუბრისას გაირკვა, რომ ებრაული ორგანიზაციების ხელმძღვანელები კარგად იცნობენ ქართულ-ებრაული ურთიერთობის ისტორიას და თანამედროვე საქართველოში ებრაული თემის მდგომარეობას, გაიხსენეს რელიგიის სააგენტოში გამართული შეხვედრებიც და აღნიშნეს მსოფლიო ებრაული თემის ტურისტული აქტიურობის ზრდა თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში.

საუბარი, ასევე, შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშებში, მათ შორის, საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში გამოქვეყნებულ არასწორ ინფორმაციას. მასპინძლებმა აღშფოთებით განაცხადეს, რომ ანგარიშები უნდა ეყრდნობოდეს სხვადასხვა წყაროებიდან მიწოდებულ, მათ შორის, თავად რელიგიური თემებიდან მიღებულ ინფორმაციას. მათი თქმით, მომავალ კვირას, სახელმწიფო დეპარტამენტში დაგეგმილ შეხვედრაზე, აუცილებლად დასვამენ საკითხს ებრაულ თემთან და ზოგადად, რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაციის გასწორების თაობაზე.

შეხვედრის დასასრულს, ბ-ნმა დანიელ მარიაშინმა სტუმრებს წარუდგინა საკუთარ კაბინეტში, საპატიო ადგილზე გამოფენილი დიდი ბაბუის, საქართველოში მოღვაწე მთავარი რაბინის ფოტო და მის მოტივებზე შექმნილი ქართული საფოსტო მარკები.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს კონსული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლევან ხურციძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა