შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან გაცნობითი შეხვდა გამართა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაცნობით შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის სპეციფიკასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამახვილდა.

ასევე, საუბარი შეეხო სახალხო დამცველის აპარატის მანდატსა და ორი ინსტიტუციის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების და მათი უსაფრთხოების დაცვა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ კუთხით თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება მუდმივად ხდება.

არასამთავრობო სექტორთან შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე მსჯელობა გაიმართა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში