ზურაბ აზარაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტთან არსებული სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტთან არსებული სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემის გაცნობა და გამოცდილების გაზიარებაა.

ზურაბ აზარაშვილმა დელეგაციის წევრებს, სოციალური მიმართულებით, სამინისტროს პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო. მინისტრმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც.

„როგორც შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველოში, სოციალური მიმართულებით, წლების განმავლობაში მთელი რიგი რეფორმები განახორციელა. თუმცა, მიღწეული წარმატებების პარალელურად, სისტემის სრულყოფის მიზნით, მუშაობა კვლავ გრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, უზბეკეთის დელეგაციას წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემებისა და მათი იმპლემენტაციის შესახებ. ასევე, გააცნეს დაგეგმილი პროექტები, მათ შორის - სოციალური მოდელის დაგეგმვისა და დიდი ზომის ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: უზბეკეთის ელჩი საქართველოში ბახრომ აშრაფხანოვი, UNICEF-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

უზბეკეთის დელეგაცია, 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ადგილზე გაეცნობა, საქართველოში, მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისათვის არსებულ პროგრამებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა