სახალხო დამცველი შს მინისტრს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ლევან იოსელიანს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის მანდატი განიხილეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა და პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინეს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ორი ინსტიტუციის სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავებისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს.

„სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველების აქციებზე განვითარებულ მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირების საკითხს. ასევე, იმსჯელეს შსს-სა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ფორმატის შემუშავების აუცილებლობაზე.

შეხვედრას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შალვა ბედოიძე და ალექსანდრე დარახველიძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს