საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველი აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად მეცნიერი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, როინ მეტრეველი აირჩიეს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცნობით, ეროვნულ აკადემიაში აკადემიის საერთო კრება ჩატარდა, რომელზეც რიგი საორგანიზაციო და ამავდროულად, აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების საკითხი განიხილეს.

„საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აკადემიის პრეზიდენტად არჩეულ იქნა გამოჩენილი მეცნიერი, ისტორიკოსი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში უბადლო ორგანიზატორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება