ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, რომელმაც მინისტრს ოფიციალურად წარუდგინა ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი. იგი საქმიანობას მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან შეუდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინიტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

“ფინანსთა მინისტრმა როლანდ პრაისს მიულოცა ახალ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ასევე, ლაშა ხუციშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მხარდაჭერისა და მისი ხელმძღვანელობით მსოფლიო ბანკის რეგიონული ოფისის მიერ გაწეული სამუშაოსთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება