კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპა“ -  საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

„ჰორიზონტი ევროპა“ კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა. აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა.

პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე აკადემიურ პერსონალს იმ შესაძლებლობების შესახებ გააცნეს, რომელსაც „ჰორიზონტ ევროპის“ ინოვაციური და კვლევის პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს.

შეხვედრაზე „ჰორიზონტი ევროპის" ჩარჩო პროგრამა მიმოიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართველ მკვლევრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საგრანტო სქემაში.

პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: კლასტერი 1 - ჯანდაცვა; კლასტერი 2 - კულტურა, შემოქმედებითობა, ინკლუზიური საზოგადოება; კლასტერი 6 - სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო; კლასტერი 4 - ციფრული ტექნოლოგიები, ინდუსტრია და კოსმოსი.

„დღევანდელი ჩვენი საინფორმაციო შეხვედრის მიზანია, გავაცნოთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, პედაგოგებს, აკადემიურ პერსონალს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც „ჰორიზონტი ევროპის“ ინოვაციური და კვლევის პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს. დღეს ძალიან მოკლედ განვიხილეთ პროგრამის შესახებ, რა კონკურსია, რა თემატიკის და რა გრანტებია გათვალისწინებული, ასევე, გამოიყო წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ის თემატური პროფილები, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფილს შეესაბამება. შესაბამისად, ამ მიმართულებით ცალკე მოხსენებები და პრეზენტაციები ჩატარდა.

დარწმუნებული ვარ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აუცილებლად ჩაერთვება საგრანტო კონკურსებში, რადგან მას ნამდვილად აქვს შესაბამისი პოტენციალი, არსებობს რესურსი და რაც მთავარია, არის მოტივაცია, არსებობენ სამეცნიერო ჯგუფები, რომელთაც მსგავსი ტიპის პროექტებში წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

მინდა გითხრათ, რომ ეს მართლაც ახალი გამოწევაა არა მარტო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის, არამედ ყველა ქართული უნივერსიტეტისთვის.

თუმცა ძალისხმევისა და რესურსების მობილიზაციის პირობებში, ნამდვილად დიდია ალბათობა, რომ ქართველმა მონაწილეებმა წარმატებას მიაღწიონ. მთავარია, მოვინდომოთ და სწორ დროს, სწორი არჩევანი გავაკეთოთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამაში აპლიკანტები და მონაწილეები, შეიძლება იყვნენ, არა მარტო მეცნიერები, და მომავალი მეცნიერები (დოქტორანტები), არამედ ინოვატორები, ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამთავრობო სტრუქტურები და სხვა“,-განაცხადა „ჰორიზონტ ევროპის“ პროგრამის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, შორენა ქურდაძის განმარტებით, „ჰორიზონტი ევროპის“ ჩარჩო პროგრამის ასოცირებული წევრობა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეცნიერებისთვის და არამარტო მეცნიერებისთვის, რომ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და ღირსეული ადგილი დაიკავონ მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დანერგილია არაერთი ხელშემწყობი და წამახალისებელი მექანიზმი აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. მნიშვნელოვანია, რომ „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა უშუალოდ ჩვენი უნივერსიტეტის მიმართულებების და საჭიროებების გათვალისწინებით მოამზადა საინფორმაციო მასალა. დღევანდელ შეხვედრაში აკადემიურ პერსონალთან ერთად დოქტორანტებიც აქტიურად მონაწილეობდნენ, რაც კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა. ინტერესი დიდია და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ჩვენს აკადემიურ პერსონალს და მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდა თაობას ამ გამოწვევის დაძლევაში. უკვე დაგეგმილია ინტენსიური ტრენინგ-პროგრამები და საინფორმაციო შეხვედრები ამ მიმართულებით“, - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, შორენა ქურდაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის