გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში პლატინის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხათგვერდში და მამკოდაში.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, წილკანი, საგურამო.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში: ლუთხუბი, ზანდუკი, კიტოხი, გამსი, მაქართა, ჩოხი, ბახანი, დიხჩო, ათნოხი, ჩობალაურები და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:30 საათიდან 17:00 საათამდე, დაბა ფასანაურში, სოფლებში: ცხვედიეთი, წითლიანი, ხევშა, წიფორი, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ბიბილაანი, ქავთარაანი, კორუღი, ბანცური.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში: დიდგორის, აღმაშენებლის, ვაშაძის, კვირაცხოველის, გიორგი ბრწყინვალეს, ვაჟა ფშაველას, გაბრიელ ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე, ვეძისში, ზემოუბანში, თელოვანში, ძველი ვეძისის ტერიტორიაზე.

მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს