ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის მოქმედ და ახალ რეგიონულ დირექტორებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე, მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი და მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე მონაწილეობდნენ.

„ვიცე-პრემიერმა რონალდ პრაისს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. მან ასევე, სებასტიან მოლინეუსს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობა, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაცია და სხვ. ამავე დროს, ხაზი გაესვა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.

როლანდ პრაისი მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებს, ხოლო სებასტიან მოლინეუსი ამ პოზიციაზე თავის ოთხწლიან საქმიანობას ივნისის ბოლოს დაასრულებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის