თსსუ-ში წიგნის „იშვიათი დაავადებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ინტეგრირებული მიდგომა“ წარდგენა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა მონოგრაფიის „იშვიათი დაავადებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ინტეგრირებული მიდგომა“ პრეზენტაცია.

წიგნის ავტორები არიან: თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია ემერიტუსი ელენე აბზიანიძე. პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [SP-22-227].

წიგნი იშვიათი დაავადებების შესახებ საქართველოში პირველად გამოიცა და იგი მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რაც უკავშირდება იშვიათ დაავადებებს როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. წიგნი განკუთვნილია როგორც ექიმების ფართო სპექტრისთვის, ისე ბიოსამედიცინო განათლების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის, იშვიათი დაავადებების მქონე პირთათვის და მათი ოჯახებისთვის.

წიგნის წარდგენას ესწრებოდნენ: თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, იშვიათი დაავადებების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის