საბა ბუაძე - გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე, ერთ-ერთ ყველაზე გეოდინამიურ ადგილას, იქ სადაც მშენებლობა ნორმალურ ვითარებაში დაუშვებელია, კახა კალაძე და „ქართული ოცნება“ გეგმავენ, რომ მშენებლობის ნებართვა ჩხარტიშვილის კომპანიას მისცენ

გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე, ერთ-ერთ ყველაზე გეოდინამიურ ადგილას, იქ სადაც მშენებლობა ნორმალურ ვითარებაში დაუშვებელია, კახა კალაძე და „ქართული ოცნება“ გეგმავენ, რომ მშენებლობის ნებართვა ჩხარტიშვილის კომპანიას მისცენ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს თბილისის საკრებულოს ურბანულ კომისიაზე დაგეგმილია აღნიშნული პროექტის განხილვა.

„ამჯერად, თბილისის მერია გეგმავს, რომ მშენებლობის ნებართვა 483 ათასს კვადრატულ მეტრზე გასცეს. ეს არის ტერიტორია, ქალაქიდან მოშორებით, სადაც ყველანაირი ურბანული თვალსაზრისით მშენებლობის განვითარება მიზანშეწონილი არ არის და ჩვენი გენგეგმით დადგენილ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაგრამ როდესაც საქმე კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ადამიანებს ეხება, მაშინ თბილისის მერია ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა. ახლა ამ მშენებლობის ნებართვის მიცემას ვანო ჩხარტიშვილის კომპანიისათვის აპირებენ, სადაც ერთ-ერთ ყველაზე შეუსაბამო ადგილას იგეგმება 483 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ძალიან დიდი ახალი დეველოპმენტის მშენებლობა. ფაქტობრივად, ახალი უზარმაზარი დასახლება არის ქალაქის განაშენიანების ფარგლებს გარეთ. გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე, ერთ-ერთ ყველაზე გეოდინამიურ ადგილას, იქ სადაც მშენებლობა ნორმალურ ვითარებაში დაუშვებელია, კალაძე და „ქართული ოცნება“ გეგმავენ, რომ მშენებლობის ნებართვა ჩხარტიშვილის კომპანიას მისცენ. ეს პირდაპირ იმ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის, რომელიც გენგეგმაშია გაწერილი და ამავე ტერიტორიის ირგვლივ ძალიან ბევრჯერ ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის თბილისის მერიას ტერიტორიის განვითარებაზე უარი ნათქვამი აქვს, მაგრამ როდესაც საქმე მათთან დაახლოებულ ადამიანებს ეხება, ურბანულად ყველაზე არამიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღება ხდება.

ასევე, დღეს ამ პროექტის განხილვა თბილისის საკრებულოს ურბანულ კომისიაზე დაგეგმილია, სადაც ერთბინიან სააგარაკე ტერიტორიაზე ყველაფერთან ერთად დაგეგმილია რამდენიმე სართულიანი კორპუსების მშენებლობა, ეს არის უზარმაზარი ახალი ტიპის მშენებლობა, რომელიც ქალაქისთვის ძალიან სერიოზული ზიანის მომტანი იქნება.

გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე სეზონური მდინარე ჩამოდის, არის ყველაზე მაღალი გეოდინამიურობის ზონაში, ანუ ნორმალურ ვითარებაში არ შეიძლება აქ მშენებლობის განვითარება. ყველანაირი წინასწარი შესწავლის გარეშე, გეოლოგიური დასკვნების წარმოდგენის გარეშე, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების წარმოდგენის გარეშე, ახლი მეგა მშენებლობისთვის ნებართვის მიცემა ხდება“, - განაცხადა ბუაძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა