დავით ნარმანია - მინიმუმ 1-1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკმა მოქალაქეებს არასწორად დარიცხული და ასევე, ხანდაზმული დავალიანების სახით გასულ წელს, 1.4 მლნ ლარამდე თანხა ჩამოაწერა.

ამასთან, როგორც სემეკის თავმჯდომარემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, მინიმუმ, 1-1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„არასწორად დარიცხული, ან ზედმეტად დარიცხული, ან ხანდაზმული დავალიანების სახით, კომისიის მიერ, 1.4 მლნ ლარამდე იქნა ჩამოწერილი. კომპენსაცია, მეტწილად, ელექტროენერგიის სექტორში გაიცა, ხოლო ჩამოწერილი თანხებიდან, ხანდაზმული დავალიანებები ჭარბობს. რაც შეეხება ტარიფებს, სამომხმარებლო ტარიფები უკვე დიდი ხანია უცვლელია. მინიმუმ, 1 -1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით. ბუნებრივ აირზე კი უფრო ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს დადგენილი“,- განაცხადა ნარმანიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში