სალომე ზურაბიშვილი კანადაში ხანძარს გამოეხმაურა და მეხანძრეებსა და ხელისუფლებას სიმტკიცე უსურვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანადაში ხანძარს გამოეხმაურა და მეხანძრეებსა და ხელისუფლებას სიმტკიცე უსურვა.

როგორც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, საქართველო დგას კანადის გვერდით, ამ რთულ დროს.

„ვუსურვებთ სიმტკიცეს მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას მათ ბრძოლაში გამანადგურებელი ტყის ხანძრის წინააღმდეგ. საქართველო დგას კანადელი ხალხის გვერდით ამ რთულ დროს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 3.8 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. დაბინძურებული ჰაერის გამო კანადასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მილიონობით ადამიანს, შენობებიდან გარეთ გასვლის დროს N95 პირბადეების გამოყენებას ურჩევენ. კვამლის დიდი ნაწილი კვებეკიდან მოდის, სადაც ხანძრის 150 კერაა.

პროვინციაში 11 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა და კიდევ 4 000 ადამიანის ევაკუაციაა მოსალოდნელი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა