წისქვილის ეზოში „ქართული კუთხეების ფესტივალი“ გაიმართება

10-11 ივნისს, წისქვილის ეზოში მისულ სტუმრებს ამჯერად კახეთის წარმომადგენლები უმასპინძლებენ, წარუდგენენ მათ თავიანთ ავთენტურ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და გაუმასპინძლდებიან კახური ღვინითა და კერძებით.

10 ივნისს „წისქვილში“ არსებული სცენა ანსამბლ „ყვარელს“ დაეთმობა, რომლებიც სტუმრებისთვის ფოლკლორულ სიმღერებს შეასრულებენ. 11 ივნისს კი, სტუმრების წინაშე ანსამბლი „კახთა“ წარდგება.

კახური დღეების ფარგლებში, წისქვილის ეზოში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება კახეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია და ქართული კომპანიების ადგილობრივი ნაწარმი. კახური ღვინის დასაგემოვნებლად გაიმართება დეგუსტაციაც.

ამასთან ერთად, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ მასტერკლასებს, ისწავლონ კახური კერძების მომზადება და გაეცნონ გასტრონომიულ სიახლეებს. მრავალფეროვანი გასართობი აქტივობა დახვდებათ ბავშვებსაც, მათთვის სპეციალურად მოწყობილ საბავშვო ზონაში.

ღონისძიება „წისქვილი ჯგუფის“ ახალი ინიციატივის, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში იმართება. გასული ორი შაბათი-კვირის განმავლობაში, რესტორანში მისულ სტუმრებს მასპინძლობა უკვე გაუწია იმერეთმა და სვანეთმა. ფესტივალი 30 ივლისამდე გაგრძელდება და კახეთის შემდეგ, ყოველ მეორე შაბათ-კვირას, თავის კუთხეს წარადგენს სამეგრელო, რაჭა, გურია და აჭარა.

გაითვალისწინეთ, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მეტი დეტალის სანახავად ესტუმრეთ „წისქვილის“ ფეისბუქ გვერდს ან გადადით ღონისძიების ბმულზე.

ინფორმაციას „წისქვილი ჯგუფი“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა