გიული ალასანია გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს და აცხადებს, რომ მისი შვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აღარ ელოდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, 2024 წლის არჩევნების დროს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იყოს.

მისი ვარაუდით, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს.

„მე პირადად გამოვრიცხავ. რამდენადაც მისი განწყობა ვიცი, არა მგონია. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. პირველ რიგში, არ ველოდები, რომ ის საქართველოში პოლიტიკაში ჩართვას აპირებს, არა მგონია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა, ჩემი ხედვით არის სუსტად და ველოდებით, რომ კიდევ დამატებითი გამოკვლევა იქნება“, - ამის შესახებ გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა.

ცნობისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრად დასახლება არ გამორიცხა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის როლი მომავალ არჩევნებში დიდი იქნება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება