საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის მიერ დაფუძნებული ახალი პოლიტიკური ჯგუფის - „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის - „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა - რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ დააფუძნეს.

მანამდე პარლამენტმა დაჩქარებული წესით რეგლამენტში ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
23-25 სექტემბერს საქართველოში ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო