მარინა კალიურანდი - მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა - საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას

მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას და ეს არ იმიტომ, რომ მან ვერ მოახერხა რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევება.

„ის ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო. პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ლგბტ-ების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის მიმართ. მთავრობისა და მმართველი პარტიის რუსეთთან მიმართ ორაზროვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია ხელისუფლების დაჟინებული უარით, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ახლახან განახლებული პირდაპირი ფრენებით რუსეთსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველო დღეს გზაჯვარედინზე დგას.

„როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა. საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ერთი მიდის მომავლისკენ ევროკავშირთან, მეორე კი უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. როგორც მარინა კალიურანდმა განაცხადა, ოპოზიციამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით და მედიაციის პროცესში არჩართვით.

„ეს ყველაფერი ოპოზიციურ პარტიებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისკენ. ევროპარლამენტარის განცხადებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიებსაც ეკისრებათ. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის განცხადებით, მედიაციის პროცესში არჩართვით. მათი პარლამენტში მუშაობა და კონსტრუქციული წვლილი 12 პრიორიტეტის შესრულებაში ასევე მნიშვნელოვანია. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ამ პარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს. მინდა გავიმეორო, რომ ევროპული პარლამენტი რჩება ერთგული და მზად არის დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებაში და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით წინსვლაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება