არჩილ მესტვირიშვილი კანონში ცვლილებებზე - ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და ჩვენ პოლიტიკურ დებატებში ვერ შევალთ - სებ-ი მისი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს

ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და შესაბამისად, ჩვენ ამ პოლიტიკურ დებატებში ვერ შევალთ - ჩვენ, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ, უკვე არსებული რეალობიდან გამომდინარე, - ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის სებ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა,,პალიტრანიუსის" გადაცემა „საქმეში" სტუმრობისას წამყვანის კითხვას, რომელიც „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და შესაბამისად, მენეჯმენტში ახალი თანამდებობის დამატების შემთხვევაში მის მოლოდინებსა და შეფასებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტია.

„ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და შესაბამისად, ჩვენ ამ პოლიტიკურ დებატებში ვერ შევალთ, თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტია. მის გამართულ ფუნქციონირებასა და ინსტიტუციურ სიძლიერეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე და ეს უნდა შენარჩუნდეს. ამას უსვამს ხაზს ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი. სხვა კუთხით, ყველას თავისი პასუხისმგებლობის წილი აქვს ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ და ყველა თავისი მანდატით მოქმედებს. შესაბამისად, ჩვენც, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ, უკვე არსებული რეალობიდან გამომდინარე," - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფაა. როგორც მმართველი პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.

შეგახსენებთ, სებ-ის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2 მარტს ამოეწურა. „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა კი ვეტო 26 თებერვალს დაადო, რაც იმით ახსნა, რომ ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ ყოფილა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა