რატი ბრეგაძე ოპოზიციაზე - ოპონირება ისეთ ხალხთან, რომლის პოლიტიკური აქტივობა მხოლოდ მცირე ზომის აქციებით და დიდი რუპორებით შემოიფარგლება, არ არის საინტერესო

ოპონირება ისეთ ხალხთან, რომელსაც ვერც არგუმენტი მოყავს, დასაბუთებაშიც უჭირს და მათი პოლიტიკური აქტივობაც მხოლოდ მცირე ზომის აქციებით, დიდი რუპორებით შემოიფარგლება, ნამდვილად არ არის საინტერესო - ვისურვებდი, რომ იყოს ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათთან გვქონდეს საინტერესო კამათი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების გადასწყვეტია რა ფორმით მოახდენენ კონსოლიდაციას, თუმცა წარსულში, მთელ რიგ შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა არც თუ ისე წარმატებული იყო.

„ეს, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია, რა ფორმით მოახდენენ კონსოლიდირებას, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ბლოკები აღარ იქნება და თუ გადაწყვეტენ, რომ ერთი პარტია ჩამოაყალიბონ და ერთი პარტიის სიით იყარონ არჩევნებში კენჭი, კი ბატონო.

რაც შეეხება წარსულ გამოცდილებას - როგორც ვნახეთ, ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა არც თუ ისე წარმატებული იყო მთელ რიგ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში, რა იქნება, ამაზე პროგნოზის გაკეთება რთული იქნება, თუმცა ნამდვილად ვისურვებდი, რომ საქართველოში იყოს ძლიერი პოლიტიკური პარტიები. ეს ჩვენთვისაც უფრო საინტერესო იქნება, იმიტომ, რომ მთელ რიგ შემთხვევაში, ოპონირება ისეთ ხალხთან, რომელსაც ვერც არგუმენტი მოყავს, დასაბუთებაშიც უჭირს და მათი პოლიტიკური აქტივობა მხოლოდ მცირე ზომის აქციებით, დიდი რუპორებით შემოიფარგლება, ნამდვილად არ არის საინტერესო. ნამდვილად ვისურვებდი, რომ იყოს ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათთან გვქონდეს საინტერესო კამათი,“ - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო