რატი ბრეგაძე - დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად გვექნება - ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით კარგის მეტი არაფერი გაგვიგია - თუკი ვინმე გვაკრიტიკებს მან შესაბამისი არგუმენტები უნდა მოიყვანოს

ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის [მარინა კალიურანდის] მოსაზრება, შეიძლება, სხვა დეპუტატსაც ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად გვექნება - ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით კარგის მეტი არაფერი გაგვიგია, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ყველა იხილავს, რომ ევროპარლამენტში ძალიან ბევრი განსხვავებული აზრია.

„საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და პირადად თქვენც, თქვენი კოლეგებიც და მთელი საქართველოს მოსახლეობა იხილავს იმას, რომ მათ შორის, ევროპარლამენტში არის ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი. სწორედ ეს არის დემოკრატია. თქვენ რა გგონიათ ევროპარლამენტი ყველგან ერთიანი ხმით საუბრობს და ყველა ერთ აზრზეა? - არა! სწორედ ეს არის ევროპული დემოკრატია, როდესაც არსებობს ბევრი განსხვავებული აზრი და შემდგომში ხდება შეჯერება ერთ აზრზე. ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის მოსაზრება. შეიძლება სხვა დეპუტატსაც ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ა.შ., მაგრამ საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი მიიღებს აუცილებლად იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გაგიხარდებათ როგორც თქვენ, ასევე, საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავლის სჯერა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლებას ვინმე აკრიტიკებს, შესაბამისი არგუმენტებიც უნდა მოიყვანოს.

„ერთი მარტივი პასუხი არის ამ ყველაფერზე - თუკი ვინმე გვაკრიტიკებს მან უნდა მოიყვანოს შესაბამისი არგუმენტები. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ხაზგასმით გეტყვით, რომ საქართველოში დღეს არის სასამართლო სისტემა ყველაზე დამოუკიდებელი მისი არსებობის ისტორიაში. თუ გაინტერესებთ 12 პუნქტის შესრულების ანგარიში ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, მათ შორის, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები, ევროპულ დედაქალაქებში დადიან და თავიანთ კოლეგებთან ყველა იმ საკითხს გადიან, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. პირდაპირ რომ გითხრათ, კარგის მეტი არაფერი გაგვიგია ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება. მისი თქმით, საქართველო დღეს გზაჯვარედინზე დგას.

„მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - განაცხადა კალიურანმდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა