„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 9 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ქიზიყის ქ. N11-ის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 9 ივნისს 16:00 სთ-ზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 9 ივნისს 16:00 საათიდან 10 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - იდუმალის, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას და მიმდებარე ქუჩებს.

ნავთლუღის II დასახლებას - რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს; ქვემო მელითონეთა დასახლებას, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს; სოფელ: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.

კრწანისის რაიონში - ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფელ ჭალას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის