კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტის - ISO 9001: 2015 მფლობელია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტი - ISO 9001: 2015 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გერმანული ლიცენზიანტი ორგანიზაციის TÜV NORD GROUP-ს მიერ, 2023 წლის 12 მაისს მიენიჭა.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლიცენზიის გაცემის პროცესში გერმანელი ექსპერტების მიერ შემოწმდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მართვის სტრუქტურა, მართვის ეფექტიანობა, რისკების შეფასებისა და მასზე რეაგირების პროცედურები, თვითშეფასება, განვითარების დინამიკა, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელება.

„ISO 9001 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას. იგი მიეკუთვნება ISO 9000 სერიის სტანდარტებს, ISO 9004 სტანდარტთან ერთად და ეხმარება ორგანიზაციას, მუდმივად აკმაყოფილებდეს მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოლოდინებს, ითვალისწინებდეს ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა