რატი ბრეგაძე - საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება უკრაინის გვერდით

საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება უკრაინის გვერდით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კახოვკის ტრაგედიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა შესაძლებლობა იქნება იმისთვის გამოყენებული, რომ საჭირო დახმარება გაეწიოს უკრაინელ ხალხს.

„ეს არის უდიდესი ტრაგედია. სამართლებრივი შეფასება გაკეთდება ჰააგაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება უშუალოდ დახმარებას, საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება უკრაინის გვერდით. იცით, რომ მრავალი სახის დახმარება გაუწია საქართველომ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და დარწმუნებული ვარ, ყველა შესაძლებლობა იქნება იმისთვის გამოყენებული, რომ საჭირო დახმარება გაეწიოს უკრაინელ ხალხს.

ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, როცა უკრაინელ ხალხს სჭირდებოდა დახმარება, საქართველო დაეხმარა, ახლაც და მომავალშიც, როცა მსგავსი ტიპის საჭიროება იქნება, შესაბამისი დახმარება იქნება აღმოჩენილი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს