ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანელ ჟურნალისტებს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან პრესტურს მასპინძლობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ეწვევიან სამეგრელოსა და ზემო-სვანეთს, უფლისციხეს. გაეცნობიან ადგილობრივ კულტურასა და გასტრონომიას, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს.

მათივე ცნობით, ტურის ფარგლებში საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა: Outdoor Magazin, Bergsteiger Magazin, Der Tagesspiegel, Touristik Aktuell, trvlcounter.

„საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გერმანიის რესპუბლიკიდან პრესტურს მასპინძლობს. ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ეწვევიან სამეგრელო- ზემო სვანეთს, მოინახულებენ უფლისციხეს, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოსა და კულინარიას. მოგვიანებით პრესტურის შედეგები დაიბეჭდება გერმანიის გავლენიან მედიაში.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

„ჟურნალისტების ჯგუფი ვართ ჩამოსული გერმანიიდან, ჩვენ ყველანი პირველად ვართ საქართველოში და აღფრთოვანებულები ვართ, უკვე ვისიამოვნეთ თბილისის მრავალფეროვნებით, ხვალიდან მთაში მივემგზავრებით და მართლა საოცრებაა რომ აქ ვიმყოფებით. საქართველოს სტუმართმოყვარეობა მართლაც საოცარია, ხალხი ძალიან მეგობრულად არის ჩვენდამი განწყობილი. ჩვენი ბევრი მეგობარი უკვე იმყოფებოდა საქართველოში, გვინდა ჩვენი შთაბეჭდილებები გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელსა თუ მკითხველს, როდესაც დავბრუნდებით გერმანიაში, რომ მათაც იმოგზაურონ საქართველოში“, - განაცხადა სილვია ფაბერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო