გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ივნისს 10:30-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.

„11:00-დან 19:00 საათამდე, ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, მუხრანი, პატარა ქანდა, ქსანი, წიწამური; 16:00-დან 18:00 საათამდე - სოფელ ცხვარიჭამიაში.

11:00-დან 16:00 საათამდე, დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, საშაბურო, ბოდორნა, ლაზვიანი, ნაგლიანთკარი, ყარსიმაანთკარი, ბაგიჭალა, ბაზალეთი, კოჭობა, თხილიანა, ხოლო 16:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს ბაზალეთის ტბაზე, სოფლებში: ჩანადირთკარი, მლაშე, უნდილაანთკარი, გრიგოლაანთკარი, ბერთამთა, შალიკიანთკარი, საშაბურო, ჩუბინიანთკარი, პირმისაანი, ბაგიჭალა.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის