დეა მეტრეველის ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის საინჟინრო-საპროექტო მომსახურებაზე ტენდერი, მათ მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ გამოაცხადა

„ლელოს“ წევრის დეა მეტრეველის ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის საინჟინრო-საპროექტო მომსახურებაზე ტენდერი, მათ მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ გამოაცხადა.

„ჩვენ მიერ 7 მაისს სოფელ ხოვლეში ნგრევის პირას მისული ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მონახულების, მემკვიდრეობის სააგენტოში, თსუ-სა და კასპის მერიაში წერილების დაგზავნის, ასევე ტელევიზიებში პრობლემის გაშუქების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლის საინჟინრო-საპროექტო მომსახურებაზე (NAT230010482) ტენდერი დაჩქარებულად 15 მაისს გამოაცხადა. ბრძოლას და საზოგადოების აქტიურობას ყოველთვის აქვს აზრი! რა თქმა უნდა, თვალყურს მივადევნებთ აღნიშნულ პროცესს, რომელიც, იმედია, ძეგლის საუკეთესო ინტერესების სრული გათვალისწინებით დასრულდება,” - განაცხადა დეა მეტრეველმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს