დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

„დავით ნარმანიამ საჯარო ლექციის ფარგლებში დეტალურად ისაუბრა ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის შესახებ, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ვალდებულებებზე, ეკონომიკური საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ლიცენზიების გაცემის წესსა და ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე.

დავით ნარმანიამ მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, ისაუბრა რიგი მიმართულებებით საქართველოს საგადასახადო სივრცეში რეფორმირების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების ფუნქციებსა და როლს რეგულირებადი სექტორების განვითარების პროცესში, ისაუბრა კონკურენციის აუცილებლობაზე.

სემეკის თავმჯდომარემ სტუდენტებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეები, მათ შორის, ისაუბრა მწვანე წყალბადის საკითხებზე, ენერგიის შემნახველ მოწყობილობებსა და სხვა ინოვაციურ პროექტებზე. საჯარო ლექციის დასრულებისას დავით ნარმანიამ უპასუხა სტუდენტების კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მიმართულებებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს