საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ლექციას ესწრებოდნენ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

დავით ნარმანიამ, საჯარო ლექციის ფარგლებში, დეტალურად ისაუბრა ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის შესახებ, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ვალდებულებებზე, ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ლიცენზიების გაცემის წესსა და ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებული ვითარება მიმოიხილა.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მიუხედავად მზარდი ეკონომიკისა, საქართველოში, რიგი მიმართულებით, რეფორმირება აუცილებელია. მან ახალგაზრდებს ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეები გააცნო და მწვანე წყალბადის ენერგიის, ენერგიის შემნახველი ბატარეებისა და სხვა ინოვაციური პროექტების შესახებ ესაუბრა.

„სტუდენტებთან, საჯარო ლექციის ფორმატში, ძალიან საინტერესო ინტერაქციური შეხვედრა შედგა. მოხარული ვარ, რომ ლექციაზე განხილულმა თემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და არაერთი შეკითხვა დაისვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ, შემიძლია განვაცხადო, რომ ისინი მზად არიან, ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა მიმართულებაში აქტიურად ჩაერთონ. უნივერსიტეტში, სწავლისა და განვითარებისთვის, მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა დავით ნარმანიას საინტერესო ლექციისთვის მადლობა გადაუხადა.

„საჯარო ლექცია მრავალმხრივ საინტერესო იყო. პროფესორმა დავით ნარმანიამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებზე, მათ ფუნქციებსა და როლზე სექტორების განვითარებისთვის. ასევე, კონკურენციის აუცილებლობასა და საქართველოში კონკურენციის სააგენტოს როლზე. სტუდენტების მხრიდან დაინტერესების გათვალისწინებით, სემეკის თავმჯდომარე დაეთანხმა ფაკულტეტის ინიციატივას, კიდევ ჩაატაროს საჯარო ლექცია ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა ივანე ჯაგოდნიშვილმა.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით