ხვალ, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები შეიკრიბებიან

ხვალ, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები, სამდივნო და სარევიზიო კომისიის წევრები შეიკრიბებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, რომელიც 11:30 საათზე დაიწყება, დაესწრებიან „ლელოს“ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე პარტიის წარდგენით არჩეული თანამდებობის პირები და საკრებულოებში „ლელოს“ წარმომადგენლები.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეკრება ტარდება პარტიის „ლიდერთა სათათბიროს ფორმატში“, რომელიც „ლელოს“ წესდებითაა გათვალისწინებული და შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და „ლელოს“ ადგილობრივ ლიდერთა პარტიის მართვაში ჩართულობისთვისაა გამიზნული.

„კონფერენციას გახსნის ლიდერთა სათათბიროს ხელმძღვანელი, პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, სიტყვით გამოვლენ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი საპარლამენტო წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, პარტიის მდივნები და „ლელოს“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელები.

ლიდერებთან ერთად წარდგენილი და განხილული იქნება "ლელოს" განახლებულ და გაძლიერებული პარტიული სტრუქტურა, მუშაობის ფორმატი და უახლესი გეგმები - გრძელვადიანი ნაბიჯები, რომელიც "ლელოს" განსაზღვრული აქვს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა