„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ქიზიყის ქ. N11-ის მიმდებარედ 9 ივნისს დაგეგმილ სამუშაოებს წყალსადენის ქსელის დაზიანების გამო დღეს, 8 ივნისს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 8 ივნისს 23:00 საათიდან 9 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - იდუმალის, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას და მიმდებარე ქუჩებს.
ნავთლუღის II დასახალებას - რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს; ქვემო მელითონეთა დასახლებას, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს; სოფელ: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.
კრწანისის რაიონში - ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფელ ჭალას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.