გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 10:30-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.

„11:00-დან 19:00 საათამდე, ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, მუხრანი, პატარა ქანდა, ქსანი, წიწამური; 16:00-დან 18:00 საათამდე - სოფელ ცხვარიჭამიაში.

11:00-დან 16:00 საათამდე, დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, საშაბურო, ბოდორნა, ლაზვიანი, ნაგლიანთკარი, ყარსიმაანთკარი, ბაგიჭალა, ბაზალეთი, კოჭობა, თხილიანა, ხოლო 16:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს ბაზალეთის ტბაზე, სოფლებში: ჩანადირთკარი, მლაშე, უნდილაანთკარი, გრიგოლაანთკარი, ბერთამთა, შალიკიანთკარი, საშაბურო, ჩუბინიანთკარი, პირმისაანი, ბაგიჭალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის