კახა ლაბუჩიძე სამუშაო ვიზიტით პრაღაში იმყოფება

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი კახა ლაბუჩიძე, ისნის რაიონის გამგებელთან, ნიკა ელისაშვილთან და გამგეობის წარმომადგენლებთნ ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება.

როგორც საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაო ვიზიტი პრაღა-კბელის მერის, პაველ ჟდარსკის და პრაღა-ვინოჟის მერის, მიხეილ ბისკუპის მოწვევით განხორციელდა და მიზნად ქართული მხარისთვის პრაღის ორი რაიონის გამოცდილების გაზიარებას ისახავს. ვიზიტის ფარგლებში, კახა ლაბუჩიძემ შეხვედრა პრაღა-კბელის მერთან, პაველ ჟდარსკისთან და პრაღის საკრებულოს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟან ვულფისთან გამართა.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში არსებული მუნიციპალური პროგრამების გაძლიერებისათვის უცხოური გამოცდილების გაზიარება წინგადადგმული ნაბიჯი და არსებული გამოწვევების დაძლევის ეფექტიანი საშუალებაა.

„სწორედ ამ მიზნით წელს გავეცანი გერმანიაში არსებულ პრაქტიკას და ამჯერად ჩეხეთის მოდელით დავინტერესდი, რომელიც მუნიციპალური პროექტების და პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით მოწინავეა,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ თბილისის თვითმმართველობისთვის ამ მიმართულებებით ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და სიახლეების დანერგვა მნიშვნელოვანია. ვიზიტის ფარგლებში, კახა ლაბუჩიძე ორ რაიონს შორის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, მემორანდუმი კულტურულ, საგანმანათლებლო, ბავშვთა და ხანდაზმულთა მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლებს ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა მაისურაძემაც უმასპინძლა. სტუმრები დაესწრნენ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც საქართველო-ჩეხეთის 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს მიეძღვნა.

კახა ლაბუჩიძემ და ნიკა ელისაშვილმა პრაღა-კბელის მერს, პრაღა-ვინოჟის მერს, ქალაქ პრაღის საკრებულოს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება