ამერიკის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები რელიგიის სააგენტოს დელეგაციას საქართველოს საელჩოში ეწვივნენ

ინტერ-რელიგიური დიალოგი, რელიგიების სახელმწიფოსთნ ურთიერთობის მიმართულებით არსებული პროექტები და გატარებული ღონისძიებები - ამ საკითხებით დაინტერესდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო უსაფრთხოების (Homeland Security) დეპარტამენტის წარმომადგენლები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან, ზაზა ვაშაყმაძესთან და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, დავით დავითაშვილთან შეხვედრისას. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ოფიცერი, პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილე, პიტერ მინა, საზოგადოებრივი ჩართულობის განყოფილების პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ჯენიფერ ატალა და პროგრამის განყოფილების უფროსი, რებეკა ტოსადო სააგენტოს წარმომადგენლებს საქართველოს საელჩოში ეწვივნენ.

„სტუმრებმა სააგენტოს დელეგაციას გააცნეს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკა და დეტალები. აგრეთვე, ისაუბრეს ამერიკაში ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის პრევენციის პროგრამებზე. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი შეიქმნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ და რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ამა თუ იმ ჯგუფის ნებისმიერი ნიშნით მარგინალიზაციისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით. ხოლო თუკი ძალადობრივი ექსტრემიზმის ნიშნები უკვე სახეზეა, ამ შემთხვევაში, პროცესში ფედერალური საგამოძებო ბიუროს შესაბამისი განყოფილებები ერთვებიან. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სააგენტოს დელეგაციას მიაწვდიან პრევენციის ღონისძებების პროგრამებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხათუნა კვესელავა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი კონსული, შალვა ბურდული“, - აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება