განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მრჩეველთა საბჭოს წევრი ხდება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ევროკომისიისგან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო ოფიციალური მიწვევა, რომ შესაბამისი კანდიდატურები წარადგინოს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მრჩეველთა საბჭოში.

მათი ინფორმაციით, ევროკომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მისი 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, რომლითაც ევროკომისიამ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მრჩეველთა საბჭო არის წარმომადგენლობითი ორგანო და მისი მიზანია, უზრუნველყოს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს პრინციპებისა და რეკომენდაციების დანერგვა და მათი გამჭვირვალობა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ევროკომისიაში და ევროსაბჭოს განათლების სფეროს ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები.

ევროკომისიის მიერ ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მრჩეველთა საბჭოში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი აღიარებაა იმ წარმატებული რეფორმების, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროს განვითარების, მათ შორის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა