ალეკო ელისაშვილი - კალაძის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული არის „თბილისის მიკროავტობუსთან“ ხელშეკრულების გაგრძელება - მეეჭვება, კორუფციის სუნი არ იყოს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან“ კონტრაქტის გაგრძელება თბილისი მერის, კახა კალაძის მიერ ქალაქის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

როგორც მან „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემა “საქმეში“ აღნიშნა, კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელება, შესაძლოა, კორუფციას უკავშირდებოდეს.

„ჩვენთან კალაძის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული, რაც არის ჩადენილი, და, მეეჭვება, მანდ რაღაც კორუფციის სუნი არ იყოს, ეს არის „მარშრუტკებისთვის“ ხელშეკრულების გაგრძელება.

ჩვენ ვიცით, რომ 2 წლის წინ ამოიწურა კონტრაქტი თბილისის მიკროავტობუსთან და მათთვის ამ კონტრაქტის გაფორმება კალაძის მიერ, ქალაქის წინაშე არის დანაშაული. ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეტროებიდან შიდა მარშრუტებზე უნდა შესულიყო. მხოლოდ აქ, ძირითად მაგისტრალებზე არ უნდა დადიოდეს, იმიტომ, რომ მათი ხაზები კონკურენციაში არის ავტობუსთან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს