„ნაციონალური მოძრაობა“ „ჯორჯიან მანგანეზსა“ და ხელისუფლებას მოუწოდებს, ჭიათურაში გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები და 3382 მაღაროელის მდგომარეობა გაითვალისწინონ

„ნაციონალური მოძრაობა“ „ჯორჯიან მანგანეზსა“ და ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ჭიათურაში გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები და 3382 მაღაროელის მდგომარეობა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ასობით ოჯახი შესაძლოა შემოსავლის გარეშე დარჩეს, თუ ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

„3382 მაღაროელი მძიმე დღეშია. მათი ერთი ნაწილი ნახევრად უმუშევარი დარჩა, ხოლო მეორე ნაწილს შემცირება ემუქრება. უსამართლო და უგულო დამოკიდებულების გამო, ჭიათურელი მაღაროელები იძულებულნი გახდნენ გაფიცულიყვნენ.

ხელისუფლება, რომელიც დროებითი მმართველის მეშვეობით კომპანიას მართავს, ნაცვლად იმისა, რომ გაფიცულთა უფლებები დაიცვას, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაღაროელები დაამციროს და დაჩაგროს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მხარდაჭერასა და სოლიდარობას ჭიათურელ მაღაროელებს უცხადებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკას დაეხმარონ და ოჯახები გამოკვებონ.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ჯორჯიან მანგანეზსა” და ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები და 3382 მაღაროელის მდგომარეობა. ჭიათურაში, სადაც ისედაც უმძიმესი სოციალური ფონია, ასობით ოჯახი შესაძლოა შემოსავლის გარეშე დარჩეს - საბანკო მონოპოლიების პირისპირ, რაზეც პასუხისმგებლობა ოლიგარქიულ კლანს დაეკისრება, რომელიც ჭიათურის მაღაროებს აკონტროლებს და ასეულობით მილიონი დოლარის მოგებას ითვლის“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის