ოთარ შამუგია თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში სამუშაო ჯგუფის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასშტაბური სამუშაოები მცირე დროში და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდა.

„ყველაფერი გაკეთდა, რომ მიზნობრივი დახმარება გაგვეწია ფერმერებისთვის. ვფიქრობ, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, წლებია ვახორციელებთ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობას, რათა მავნებელთან ბრძოლა ეფექტიანი იყოს. ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვექნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ინფორმაციით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის მიზნით, კადასტრის ოპერატორების ვიზიტი 300-მდე სოფელში განხორციელდა.

„პროგრამის ფარგლებში შექმნილ კადასტრში რეგისტრირებულია 47,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი; მათ შორის, 44,000 ჰექტარზე მეტი 0,2-3 ჰექტრის ფართობის, დაახლოებით 3,000 ჰექტარი კი, 3 ჰა-ზე მეტი ფართობის ბაღია.

სამუშაო ჯგუფში დასაქმებული იყო 140-ზე მეტი კადასტრის ოპერატორი, რომელთა შერჩევაც ადგილობრივი ახალგაზრდებისაგან მოხდა. მათ გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება სოფლის განვითარების სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა