გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების კიდევ ერთ ჯგუფთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი აგრძელებს სკოლის მასწავლებლებთან პერმანენტულ შეხვედრებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, მინისტრმა თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ მოისმინა.

გიორგი ამილახვარმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც მათი მაქსიმალური ჩართულობით სქემის დახვეწას გულისხმობს.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.

გიორგი ამილახვარის ინიციატივით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება – შემდეგი შეხვედრა გაიმართება ქალაქ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მასწავლებლებთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა