სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება

სამგორის გამგეობა რაიონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მასშტაბურ ღონისძიებას აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების კონცეფცია, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავდა, ხოლო მის განხორციელებაში რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები არიან ჩართულნი.

„საიუბილეო ღონისძიება საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს. გამოიფინება სამგორის განვითარების ამსახველი ისტორიული ფოტო-მასალა. მოეწყობა პროფესიული და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალი მუსიკალური პროგრამით დაიხურება, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ჯგუფები - „რეგიონი“ და „რეზო და ბავშვები“.

ღონისძიების პროგრამა: ღონისძიების დასაწყისი 18:00 სთ-ია. ადგილზე მოსულ მოსახლეობას ადგილზე დახვდება: ინსტალაცია - სტენდი „სამგორი 50“; საბავშვო-გასართობი აქტივობები; საბავშვო კონცერტი; სპორტული აქტივობები; სამეწარმეო ბაზრობა და კვების ზონები; ფოტოგამოფენა - სამგორის განვითარების ისტორიული ექსკურსი;პროფესიული და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცე.

კონცერტის დასაწყისი 21:00 საათია. კონცერტში მონაწილეობას ჯგუფი „რეგიონი“ და „რეზო და ბავშვები“ მიიღებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით