ოთარ გრიგოლია - ოპოზიცია თავისი რიტორიკით ხელს უწყობენ ესკალაციას და დაძაბულობას

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები, თითქოს მმართველი პარტია პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, აბსურდულია.

ოთარ გრიგოლიას თქმით, ოპოზიციის მხრიდან ეს არის გაუგონარი და დაუსაბუთებელი ბრალდება.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ათობით რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიას ეხება.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა საკრებულოს ტრიბუნა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის გამოიყენონ.

„გთხოვთ, თქვენი რიტორიკა შეინახეთ თქვენთვის და ისაუბრეთ თემებზე, რომლებიც ეხება მუნიციპალიტეტს. „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მკაფიო გეზი აქვს აღებული და თუ ვინმესთვის ეს დისკომფორტს წარმოადგენს, ძალიან გთხოვთ, თქვენი სურვილები გადადოთ იმ დროისთვის, თუ თქვენ საგარეო პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა გექნებათ. დარწმუნებული ვარ, თქვენი საგარეო პოლიტიკა იქნება არასწორი, უპასუხისმგებლო და ქვეყანას ომში ჩაითრევთ. იმ პირობებში კი, როდესაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ქვეყანაში მშვიდობა იქნება“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიცია თავისი რიტორიკით ხელს უწყობენ ესკალაციას და დაძაბულობას.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა