ირაკლი ხელაძე - „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება მშვიდობის გარანტი და ქვეყანა სტაბილურ განვითარებას კვლავაც გააგრძელებს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ხელაძემ სხდომაზე რუსეთთან მიმართებაში ოპოზიციონერი კოლეგების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

მისივე თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, რომლის წარმომადგენლებმაც ქვეყნის მართვის მნიშვნელოვანი პერიოდი ხელიდან გაუშვეს და ახლა პოპულისტური განცხადებებით ცდილობენ მოსახლეობაზე ზემოქმედებას, აბსოლუტურად განსხვავებულია რუსეთის მიმართ ხელისუფლების მიდგომა.

,,ჩვენ რუსეთთან მიმართებაში სწორ, მშვიდობისკენ მიმართულ პოლიტიკას ვაწარმოებთ. ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, ჩაერთოს სამხედრო ინტერვენციებში და ამით ზიანი მიაყენოს საქართველოს მოსახლეობას“, -განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მან საქართველოში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, როდესაც საკუთარი აზრის გამოთქმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება მშვიდობის გარანტი და ქვეყანა სტაბილურ განვითარებას კვლავაც გააგრძელებს.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში