ჯოზეფ ბორელი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე - ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კახოვკას ჰესის აფეთქების უკან რუსეთი დგას

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კახოვკას ჰესის აფეთქების უკან რუსეთი დგას.

„კაშხალი არ დაუბომბავთ. ის გაანადგურეს ასაფეთქებელი ნივთიერებებით იმ ადგილებში, სადაც ტურბინებია დაყენებული. ეს ტერიტორია რუსეთის კონტროლის ქვეშაა. მე იქ არ ვყოფილვარ, რომ გამერკვია, ვინ გააკეთა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თუ ეს მოხდა რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, ძნელი დასაჯერებელია, რომ სხვა ვინმე ყოფილიყო“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ჰესის აფეთქებამ უკრაინას საშინელი შედეგები მოუტანა. ჰუმანიტარული თვალსაზრისით დევნილთათვის და ასევე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, რადგან კაშხლის განადგურება ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, 6 ივნისს კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო ათობით დასახლება დაიტბორა და ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა