თინათინ ნიბლოშვილი - ქალების პრობლემების დაძლევას სჭირდება სინერგია და არა ალტერნატიული საბჭოები

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ალტერნატიული გენდერული საბჭოს შექმნის თაობაზე ოპოზიციური პარტიების წევრების ინიციატივას გამოეხმაურა.

თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ეს არის პარტიული დღის წესრიგის შემოტანა გენდერულ საკითხებში, რითაც ოპოზიციური პარტიის წევრები აზიანებენ იმ ადამიანების უფლებებს, რომლებსაც საბჭოს გვერდში დგომა სჭირდებათ და აჩენენ უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ.

„ეს ადამიანები, ალტერნატიული საბჭოდან ემიჯნებიან საერთაშორისო კონვენციებს, რომლებსაც საქართველო შეუერთდა, ემიჯნებიან იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს გენდერული თანასწორობისთვის, ემიჯნებიან და არ მოსწონთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მაისის თვიდან ამოქმედდა ახალი მიდგომა შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით, ემიჯნებიან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკას, ემიჯნებიან ყველაფერს, რაც ქალების გაძლიერებისთვის კეთდება ამ ქვეყანაში.

ცხადია, არსებობს პრობლემები, სამწუხაროდ, გვაქვს ფემიციდის შემთხვევები და უფრო მეტი მუშაობა და მეტი მექანიზმი გვჭირდება თავიდან მათ ასაცილებლად. მაგრამ აუცილებელია ამ პროცესში საზოგადოების თითოეული წევრის მონაწილეობა და ჩვენი, ქალების, ერთად დგომა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ქალების პრობლემების დაძლევას სჭირდება სინერგია და არა ალტერნატიული საბჭოები.

„სამწუხაროდ, იმ ნაბიჯებით, რომელსაც თქვენ დგამთ ვერ გაუზრდით რეიტინგს ერთ კაციან პარტიებს, ვერც ქალებს დაეხმარებით. თქვენი მუშაობა იქნება ჩვენი უმიზეზო კრიტიკა, რომელიც მოგცემთ არაფერს. საბჭო გააგრძელებს მუშაობას თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, გუშინ დავიწყეთ სასწავლო- გამაჯანსაღებელი პროგრამა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალებისთვის, რომლის ფარგლებშიც 20 ზე მეტი ქალი გადამზადდება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის