თამარ გაბუნია - საკანონმდებლო პაკეტის მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვაა

საკანონმდებლო პაკეტის მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის აღსრულების შესაძლებლობის გაუმჯობესებაა,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას.

„კანონპროექტის თანახმად, რეგულირების სააგენტოს ეძლევა მეტად ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა. მსგავსი პრეცედენტი არსებობს შრომის ინსპექციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ასევე, მთელი რიგი სხვა უწყებები აღჭურვილები არიან ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობით და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საქმე პაციენტის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს ეხება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის