ნუცუბიძის ქ. N46-ში დასასვენებელი სივრცისა  და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შ. ნუცუბიძის N46-ში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად 2 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის 35 ხე-მცენარე. რეაბილიტირდება 800 კვ. მ ფართობის სპორტული მოედანი.

„ დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლაგო“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 519 397 ლარია გამოყოფილი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის კი 99 551 ლარია გათვალისწინებული და პროექტს შპს „დოკასპორტი“ ასრულებს.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული პროექტი მათთან ერთად განიხილა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა