გიორგი ტყემალაძე - შინდისში კონკრეტულ ტერიტორიას ყოველთვის საცხოვრებელი სტატუსი ჰქონდა - ოპოზიციონერების მხრიდან აპელირება, რომ გვარებსა და მესაკუთრეებს ვაქცევთ ყურადღებას, არასერიოზულია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სოფელ შინდისში არსებულ მიწის ნაკვეთებზე „თაუნ ჰაუსები"-ს და სააგარაკე-დასასვენებელი­ ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალების პროექტი დაამტკიცეს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, კონკრეტულ ტერიტორიას ყოველთვის საცხოვრებელი სტატუსი ჰქონდა და მისი ფუნქცია - რეკრეაცია, ითვალისწინებს ამ ტერიტორიის განვითარებას, თუმცა მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად.

მისივე თქმით, ოპოზიციონერების მხრიდან იმაზე აპელირება, რომ განაშენიანების გეგმის განხილვა გვარებსა და მესაკუთრეებზე იყო დამოკიდებული, არასერიოზულია.

“მივიღეთ განაშენიანების რეგულირების დავალება, რომელიც გარკვეული შერეული ტიპის მშენებლობას ითვალისწინებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტულ ტერიტორიას ყოველთვის საცხოვრებელი სტატუსი ჰქონდა. რეკრეაცია არის ფუნქცია, რომელიც ტერიტორიის განვითარებას ითვალისწინებს, ოღონდ განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად. გამომდინარე აქედან, ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კონცეფცია ქალაქისთვის მისაღებია. ოპოზიციონერების მხრიდან იმაზე აპელირება, რომ გვარებსა და მესაკუთრეებს ვაქცევთ ყურადღებას, რა თქმა უნდა, არასერიოზულია. ჩვენ საკითხს ურბანული შესაბამისობით ვიხილავთ. ვფიქრობთ, რომ ქალაქი უნდა განვითარდეს იმის მიხედვით, რასაც გენერალური გეგმა ითვალისწინებს”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ცნობისთვის, საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე 41-ე საკითხად განიხილეს. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, კომპანია, რომელიც შინდისში მშენებლობებს გეგმავს ქართველი ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის შვილების სახელზეა რეგისტრირებული და სწორედ ეს არის გეგმის დამტკიცების მიზეზი. მათივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ფუნქციით სხვა მრავალსართულიანი შენობა არ არის.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის