ნინო ჩხობაძე - კახოვკას ჰესის აფეთქება კაცობრიობის წინაშე დანაშაულია - კატასტროფის მასშტაბები არ ეხება მარტო რუსეთს და უკრაინას, ეს შეეხება შავი ზღვის მთელს სანაპიროს, რაღაც მომენტში ჩვენც

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით კატასტროფის მასშტაბები, რაც დადგება ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც შავი ზღვის გარშემოა, - ამის შესახებ "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უკრაინაში, კახოვკას ჰესის დაზიანების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ჩხობაძის განმარტებით, ეს არის ტექნოგენური კატასტროფა, რომელიც ადამიანის მიერ იყო გამოწვეული.

„დღეს უკვე ორმოცამდე დასახლებული პუნქტია დატბორილი. მართალია წყლის დონე დაეცა, მაგრამ მტკნარი წყლის ეს დიდი ნაკადი, პირდაპირ ჩაედინება შავ ზღვაში. ეს ბიბლიური შეიძლება იყოს, მაგრამ ეს კაცობრიობის წინაშე დანაშაულია. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ეს არ ეხება მარტო ორ ქვეყანას - რუსეთს და უკრაინას. ეს შეეხება შავი ზღვის მთელს სანაპიროს, რაღაც მომენტში ჩვენც შეგვეხება, რადგან ტერიტორიულ წყლებთან მიმართებაში შავ ზღვაში ნაკადები ზოგჯერ მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ზამთრის პერიოდში - ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. აბა როგორ აღმოჩნდა და რატომ აფეთქდა ნაღმი ბათუმთან? იმიტომ, რომ ასეთ ცირკულაცია ხდება ზღვაში. ძალიან დიდი ნაკადი მტკნარი წყლის შევიდა შავ ზღვაში, რომელიც არის დაბინძურებული შხამქიმიკატებით, დარწმუნებული ვარ, რომ დასახლებულ პუნქტებში ნავთობის მარაგებიც იყო, ჩვეულებრივი ბენზინგასამართი სადგურები, ყველაფერს გამორეცხავდა წყალი, ნაღმებიც შემოვიდოდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით კატასტროფის მასშტაბები, რაც დადგება ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც შავი ზღვის გარშემოა“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის