საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ ვასილ კაჭარავას გარდაცვალების გამო, ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი, ვასილ კაჭარავას გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლას, ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ვასილ კაჭარავა იყო გამორჩეული ადამიანი, პედაგოგი და მეცნიერი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის საგანმანათლებლო პროგრამის - ამერიკათმცოდნეობა, განვითარებისა და სრულყოფის საქმეში. მან საქართველოში დააფუძნა ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, იყო ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი და აშშ-ის ისტორიის, საზოგადოების, პოლიტიკური სისტემისა თუ დიპლომატიის თემატიკაზე გამოცემული არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში არასდროს მიეცემა ვასილ კაჭარავას სახელი დავიწყებას. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!“ - აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა