გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე სტუდენტებთან და მოსწავლეებთან საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორმა ირაკლი ქარდავამ სტუდენტური ორგანიზაცია "ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საჯარო ლექცია ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე პროკურორმა ყურადღება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საუბარი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სპეციფიკას შეეხო.

„საჯარო ლექციაზე სისხლის სამართლის საქმეების კონკრეტული მაგალითები განიხილეს, რაზეც შეხვედრის მონაწილეებთან დისკუსიაც გაიმართა.

შეხვედრის ბოლოს, პროკურორმა სტუდენტებსა და მოსწავლეებს საჯარო ლექციაში ჩართულობისთვისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.

საჯარო ლექციაში მონაწილეობა 40-ამდე მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა თემებზე აქტიურად იმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს